მიხეილ სააკაშვილისთვის დაწესებული ახალი შეზღუდვების პირველივე დღეს, მამის სანახავად არ შეუშვეს ედუარდ სააკაშვილი, მიზეზი ბუნდოვანია და თითქოსდა უსაფრთხოებას უკავშირდება. ამასთან მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს პატიმართან შაბათ-კვირას შესვლა აეკრძალათ. ცნობილი გახდა ისიც, რომ სააკაშვილის პალატაში მოულოდნელი ჩხრეკა ჩატარდა. სააკაშვილი შესაძლო მოწამვლის საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ემხრობა, რაც ხელისუფლებას ყოველგვარი სპეკულაციის შანსს წაართმევს. ოცნების გზავნილები კი უცვლელია, კობახიძემ თქვა, რომ 450-დღიანი სიმულაციის მიზანი შეწყალების საბაბის მომზადებაა. ამ ფონზე ორ დღეში სასამართლო უნდა განახლდეს.
ჩხრეკა "ვივამედის" საკანში
27 დეკ 202220:02
3 წუთის საკითხავი